პარასკევი, 2024-03-29, 11:52 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » ივლისი » 30 » ჩემი ცხოვრების 1000 დღე და 1000 ღამე / sasiyvarulo istoriebi
8:40 PM
ჩემი ცხოვრების 1000 დღე და 1000 ღამე / sasiyvarulo istoriebi
1
“ზაფხულის ერთი სიცხიანი დღე იყო. კაცს გული შეგიწუხდებოდა ისე ცხელოდა. თქვენ წარმოიდგინეთ მე როგორ ვიყავი პატარა რგოლში გამოკეტილი, მოსვენებას ვერ ვპოულობდი. დედაც ძალიან წუხდა. რამდენი ხანი მელდნენ ჩემები ! მახსოვს პირველი შერყევა , რა უცებ გავიდა 9თვე. იმდენი ვაწვალე დედაჩემი, მეგონა მალე მომისროლიდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიყვარულის გამო . ხოდა ამ სიცხიან დღეს , კერძოდ 1979წლის 20აგვისტოს,დადგა ის დრო როდესაც დედას ჩემი სახით უსაყვარლესი პირველი შვილი “კესო” შეეძინა. საღამო ხანი იყო, მთელ საავამდყოფოში ისმოდა ჩემი ტირილი. დედას ხელში ვეკავე და გრძნობდა ჩემი გულის ცემას. ის ღამე ძლივს გავლიეთ მე, დედამ და მამამ . ერთი კვირის მანძილზე ხან ვისი ძუძუთი ვიკვებებოდი, ხან ვისით ვერ გამერჩია. სულ ვტიროდი, რადგან მშობლიური საწოვარა მინდოდა ! 1 კვირის შემდეგ გამოგვწერეს იმ ჯურღმულიდან. ისე მალე გადიოდა დრო უკან ვერც მოიხედავდი , უბრალოდ შეუძლებელი იყო. რამდენი ხანი მეხვერწებოდნენ ხმა ამომეღო :
-“კესო თქვი დე_და” _მეტყოდა დედიკო
-“კესო თქვი მა_მა” – მეტყოდა მამიკო.
არადა როგორ მეზარებოდა,თან ხათრიც მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. ბოლოს და ბოლოს ამოვღერღე პირველი სიტყვა ! ეს იყო “ნი-ნა”. არ ვიცი მაშინ საიდან მოვიტანე ეს სახელი, მაგრამ მშობლების გაოცებამ და თან ამავდროულად სიხარულმა უფრო აღმაშფოთა. ისეთი ბედნიერი ბავშვი ვიყავი ! ძალიან ლამაზი და თან რაც მთავარი იყო ძალიან მიხდებოდა სიცილი !
პირველი სიტყვის შემდეგ ისევ მთხოვდნენ ჩემები მეთქვა რამე სხვა სიტყვა , თუმცა მე სულ ნინას ვიმეორებდი . ხშირად ღამე ვიღვიძებდი და ჩემთვის ვიცინოდი, ვლაპარაკობდი კიდეც ოღონდ ეს სხვებს სრულებით არ ესმოდათ.
1982წლის 20აგვისტო იყო მე სამი წელი შემისრულდა. ძალიან ბედნიერი დღე იყო : ) მართლაც რომ დაუვიწყარი . აბა რომელ ბავშვს დაავიწყდება გასართობი ცენტრი! Yველა ბედნიერი იყო ! მე კიდე რაც მთავარი იყო ჩემთვის ბევრი საჩუქრები მივიღე.
სექტემბერში დედამ თავიდან მოშორების და 4საათით დასვენების მიზნით ბაღში შემიყვანა , რასაც სრულებით ვერ შევეგუე  ყველას ვეჩხუბებოდი და სულ მარტო ვიყავი . მარტო არა ნინასთან ერთად : ) რომელსაც სამწუხაროდ ვერავინ ხედავდა. სახლშიც მოდიოდა ჩემთან ნინა. ჩემი ოთახის კარები ბევრჯერ ცაუკეტია მას და ამისთვის მტუქსავდნენ ხოლმე.
2
Gანებივრებული ბავშვი ვიყავი. მამა ყველაფერს მყიდულობდა, მე კიდე არ მრცხვენოდა თხოვნა, მინდოდა მეთქვა მოთხოვნა თან გემოვნებაც კარგი მქონდა !
-“კესო ოღონდ შენ მითხარი მამი რა გინდა და ყველაფერს გიყიდი. თუნდაც მთელ სამყაროს !
-მა საქანელა მინდა, მა დათვი მინდა, მა ბარბის თოჯინდა მინდა. “
პირველად სშინაური ცხოველი რომ მიყიდა გაზაფხული იყო. ეს იყო პატარა ფისო “ბიბი” . ისე მიყვარდა ბიბი სულ ხელში მყავდა, სხვათაშორის მასაც ძალიან უყვარდი. თუმცა მალე დაიღუპა : ( ნინამ მეუბნებოდა რომ არ უნდა მეტირა ამაზე და მეც ვცდილობდი დამევიწყებინა !
3
1983წ. 20აგვისტოც მალე დადგა ! ბევრი საჩუქარი მომივიდა, მხოლოდ ნინას არ მოუტანია არაფერი, მაგრამ იმ დღეს მისი საიდუმლო გამანდო. მითხრა, რომ ის სიკვდილს მოეყვანა ჩემთან და მამას ის მალე თავისთან წაიყვანდა.
იმ საღამოს დედა ვკითხე თუ რას ნიშნავდა სიკვდილი
“-კესო დედი საიდან მოიტანე ეგ შენი
-დე მიპასუხე რა.
-კესო ღმერთს თავისთან მიყავს ადამიანები, რომლებიც კვდებიან. ისინი ჩვენ ზეციდან გვიყურებენ და გვფარველობენ, თუმცა ჩვენთან არ არიან !
-დე ნინას მაშინ რატომ ვხედავი
-კესო დედი ნინა არ არსებობს , ეს უბრალოდ შენი ილუზიაა.
-დე არა, მე ვხედავ! ის ჩემი მეგობარია!
-დედი რა გითხრა ნინამი
-ის, რომ იგი სიკვილმა მოიყვანა ჩემთან და მამას მალე წაიყვანს.
მეშინია დე, მამიკოს უთხარი არსად წავიდეს რა.”
დედაჩემი გაჩუმდა, ხმა არ ამოუღია. ჩამეხუტა და ხელს არ მიშვებდა. Mერე მითხრა:
“-ნუ გეშინია დედი არავინ არ წავა.:
იმ დღეს დედამ ყველაფერი უამბო მამას და გადაწყვიტეს მამაო მოეყვანათ, რომ სახლი ეკურთხებიათ.
ნინამ ეს ყველაფერი გაიგო და მეჩხუბა , რადგან არაფერი არ უნდა მეთქვა მათთვის და მითხრა, რომ თუ მამაო სახლში მოვიდოდა ის გაქრებოდა , თან მამასაც წაიყვანდა !
19 იანვარი იყო მამამ მამაო რომ მოიყვანა სახლში. მე ისტერიკებში ჩავვარდი , მაგრამ ვის ესმოდა ჩემი : ) არა და ძალიან მეშინოდა. მამა ძალიან მიყვარდა, ნაყინსაც კი ვამჯობინებდი. როცა მამაომ სახლის კურთხევა დაამთავრა ნინა გაქრა მე კიდე უგონოდ დავეცი ძირს და სისხლის ცრემლები წამომივიდა : ) კანზე სულ ავიფურცქლე, თითქოს და გველივით კანს ვიცვლიდი.(ნინა ძალიან ლამაზი გოგო იყო, მას განსხვავებული თვალის ფერი ქონდა, მე კიდე ჩვეულებრივად თაფლისფერი). მამაოს შეეშინდა და ეკლესიაში წამიყვანა. მეორე დღეს გონს რომ მოვედი თვალებში ვერ ვიხედებოდი . ვტიროდი , ვკიოდი : X მერე ნელ-ნელა დამიბრუნდა თვალის ჩინი , მაგრამ ახლა უცნაურ რაღაცებს ხვედავდი. თანაც ნინას თვალების ფერმა შეცვალა ჩემი თვალის ფერი!
“-მა რა გჭირს სახეზე ?
-კესო მამი რა უნდა მჭირდესი
-მა დაღღრნილი გაქვს სახე !
-არა მა, სუსტად ხარ და დახუჭე თვალები”
ნინა არსად არ ჩანდა, მაგრამ ახლა უკვე სიკვდილს ვხედავდი!

კატეგორია: საკუთარ თავს გადამხდარი ან სხვისი მოყოლილი ისტორიები | ნანახია: 3130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: gogonebi, ucnauri, zafxuli, sasiyvarulo istoriebi, agvisto, siyvarulo, sachuqrebi, megobroba, tvalebi, sasiyvarulo istoria | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები