მთავარი » 2014»ოქტომბერი»13 » მოკლე საუბარი ერთ გოგონასთან / mokle saubari ert gogonastan
5:53 PM
მოკლე საუბარი ერთ გოგონასთან / mokle saubari ert gogonastan
გამარჯობათ გოგონა გაგიმარჯოს :) უკაცრავად, შეჩერდით. პასუხად ღიმილი. გოგონა არის მშვენირი და ძალიან საყვარელი ეს ქალაქი პატარაა და იქნებ ოდესმე ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ, შეიძლება თქვენი სახელი ვიცოდე? მარიამი :) და გააგრძელა გზა ... მეც ვუყურებ თუ სად მიუხვევს ჯერ მარცხნივ უჩა და გაგი, შემდგომ ბაჩო მარჯვნივ, შემდგომ გიორგი ბეღელა და რავიცი მაგრამ გასცდა ყველა კორპუსს სადაც მეგობრები მყავდა და გაუყვა ისევე გზას და როცა მიაღწია რკინიგზის გაჩერებას, მეთქი ახლა უკვე დავკარგავ-თქო, ნელი ნაბიჯით გამოვყევი მას, მანმოიხედა და როცა კი შევიდა სადგურის ძველ გაუბედურებულ შენობაში მე დავიწყე სირბილი და როცა კი მივედი ნახევარ წუთში ის სადღაც გაუჩინარდა. ვნახე იქაურობაც, გავიხედე ინტერნატის მხარესაც ლიანდაგებს მეორე მხარეს, მაგრამ არც ხიდზე, არც გადასასვლელზე არ ჩანდა არც გაჩერებაზე და დაღონებული წამოვედი და დავაჯექი 96 რუსთავი-თბილისის ნაცნობი მძღოლის მანქანას და ერთი გაჩერება გავყევი, შემდეგ კი იმის იმედით რომ ოდესმე კიდევ შევხვდები, თუნდაც ესე უეცრად, შემთხვევით და თუ ის მიცნობს ხო კარგი, თუ არა არ ვიცი რაიმე იქნება იმედია, გამიღმებს ოდესმე ბედი . . .