Paul Walker / პოლ ვოლკერის საიდუმლო გამყიდველმა გასცა
პოლ ვოლკერი ამერიკის ერთ-ერთმა საიუველირო მაღაზიის გამყიდველმა პოლ ვოლკერის საიდუმლო გასცა. ინფორმაცია ერთ-ერთმა უცხოურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. საქმე იმაშია, რომ 2004 წელს მსახიობი საიუველირო მაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც შეყვარებული წყვილი საქორწინო ბეჭედს არჩევდა, წყვილს ძალიან გაუხარდათ მსახიობის დანახვა, ავტოგრაფი გამოართვეს და მასთან სურათი გადაიღეს. ‘’ფორსაჟის’’ ვარსკვლავმა შეამჩნია, რომ წყვილმა მაღაზია შენაძენის გარეშე დატოვა, შემდეგ მან გაარკვია, რომ შეყვარებულებს ბეჭდის საყიდვლად თანხა არ ეყოთ, ამის გამო მან გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა მათთვის და ყველაზე ძვირიანი ბეჭედი უყიდა. თან გამყიდველი გააფრხილა, რომ ეს ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.საიუველირო მაღაზიის გამყიდველს კლიენტების კოორდინატები ჩანიშნული ჰქონდა, საღამოს კი წყვილს შეატყობინა, რომ მათ სახელზე საჩუქარი იყო დატოვებული, თუმცა ვინ დაუტოვა ეს საიდუმლოდ შეინახა. გამყიდველმა სწორედ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მსახიობის საიდუმლო გაემჟღავნებინა, რადგან ხალმა იცოდეს, თუ როგორი კეთილი ადამიანი იყო პოლი.