ხუთშაბათი, 2024-04-25, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 25 » 100 ორგაზმი წელიწადში
2:47 PM
100 ორგაზმი წელიწადში
ფაქტია, რომ დიდი პერიოდის განმავლობაში სექსის გარეშე ყოფნა არავის აბედნიერებს. რეგულარული სქესობრივი ცხოვრება კი სასარგებლოა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, ანუ ფიზიკურად კარგად ყოფნისთვის, არამედ გონებრივი და მორალური კეთილდღეობისთვისა და განტვირთვისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოწიფული მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება რეგულარული იყოს. ამას თავის მეცნიერული მიზეზებიც აქვს. მოკლედ, ცნობილია, რომ რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობაა იმისათვის, რომ ორგანიზმმა დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა.

როგორ ხდება ეს? სქესობრივი აქტის დროს მიმდინარეობს შიდა სეკრეციის ჯირკვლების სრული სტიმულირება. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისათვის, ვინაიდან ჰორმონების გაძლიერებული გამოყოფა - ესტროგენი, აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას, რაც კოლაგენის ზრდას განაპირობებს, ყოველივე ეს კი ხელს უწყობს კანის სიგლუვესა და ელასტიურობას. ასე რომ, მამაკაცებო გახსოვდეთ, რომ სქესობრივი აქტის დროს თქვენი პარტნიორისთვის ბევრი სიკეთე მოგაქვთ wink

ამ ყველაფერთან ერთად მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისას ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონების გამოყოფა, როგორიც არის ადრენალინი და კორტიზონი, რომელიც ტვინის სტიმულირებას უწყობს ხელს. ჰამბურგში მოღვაწე სექსოლოგი, პროფესორი ვერნერ ჰაბერმანი აღნიშნავს, რომ სექსი აუმჯობესებს უნარს, რომ ვიყოთ მეტად მობილიზებულები და რაც მთავარია, ის ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.

ყველაფერი, რაც ზემოთ წერია, შესაძლოა ნაკლებად საინტერესო იყოს თქვენთვის, მაგრამ თუ გეტყვით, რომ მეცნიერულად ისიც დადასტურებულია, რომ სექსის დროს კალორიების წვა ხდება, რაც საბოლოოდ თქვენი წონის შემცირებაზე მოქმედებს, დარწმუნებული ვარ კარგ ხასიათზე დადგებით და თუ არ გინდათ, რომ ხასიათი გაგიფუჭდეთ, ნუ მოაშორებთ თვალს მონიტორს და ნუ დაიხედებით ღიპზე smile

Adamiაქვე იმასაც ავღნიშნავ, რომ სექსისას ტესტოსტერონების ზრდა აძლიერებს ძვლებსა და კუნთებს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა თუ თქვენ გაქვთ სექსი კვირაში ორჯერ ან მეტჯერ, თქვენ ამით მნიშვნელოვნად იზღვევთ თავს გაციებისგან. ცნობილია, რომ მამაკაცებში, რომლებსაც რეგულარულად აქვთ სექსი, ორგანიზმში ომუნოგლობულინის დონე ოცდაათი პროცენტით მეტი აქვთ.

ეს არ არის ყველა არგუმენტი, თუ რამდენად სასარგებლოა რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ჯანმრთელობისთვის, თუმცა აღარ გავაგრძელებ მეცნიერულ მონაცემებზე წერას და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმას, რომ სექსი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. რეგულარული სექსი ხელს უწყობს ადამიანს ბალანსის შენარჩუნებასა და განტვირთვაში.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩინელები მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრების მარტივ რეცეპტს წერენ : 100 ორგაზმი წელიწადში (რაც კვირაში ორჯერ სექსს გულისხმობს) და იყავით ჯანმრთელები და ნასიამოვნები...



კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 2612 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: seqsi, seqsologia, erotika, Medicina, janmrteloba, pornografia, sqesobrivi aqti, ორგაზმი, orgazmi, სექსი | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები