შაბათი, 2024-07-27, 10:02 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 25 » აქამდე უცნობი სკანდალური ფაქტები, ვინ მოკლა გიორგი სანაია
2:36 PM
აქამდე უცნობი სკანდალური ფაქტები, ვინ მოკლა გიორგი სანაია
2007 წლამდე კლარა აბრამიას თბილისში, გამომცემლობა „ სამშობლოში “ პატარა ოთახი ჰქონდა და გაზეთ „ თუთარჩელას “ გამოსცემდა. პარალერულად სხვადასხვა ქართულ გაზეთში აქვეყნებდა ხმაურიან და სკანდალურ წერილებს გიორგი სანაიას, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ჟვანიას შესახებ.
რამდენიმე დღის წინ კლარა აბრამია თავად დაუკავშირდა გაზეთ „ რაო რაოს “ და სკანდალური განცხადება გააკეთა. „SKANDAL.GE ” უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
_ ქალბატონო კლარა, ამდენ ხანს რომ არ ჩანდით, სად იყავით?
_ საქართველოში ყველაფერი დავკარგე და უსახლკაროდ დავრჩი, საკუთარმა ძმამ და რძალმა მამისეულ სახში არ შემიშვეს. ამიტომ, ავდექი და მოსკოვში წავედი, სადაც სხვადასხვა გაზეთთან ვთანამშრომლობდი. 2011 წლის 19 სექტემბერს ყველაზე შოვინისტურ რუსულ გაზეთ „ სოვეტსკაია როსიაში “ გამოვაქვეყნე წერილი, რომელშიც ვწერდი, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან 10 დღით დამაპატიმრეს და მოსკოვის ციხეში 4 თვე გავატარე. რომ არა ედუარდ შევარდნაძე, ახლაც იქ ვიქნებოდი, ან საერთოდ არ ვიქნებოდი ცოცხალი.
_ შევარდნაძე რა შუაშია?
_ ჩემთან ერთად მჯდომი ერთ-ერთი პატიმარი ქალის დახმარებითმოვახერხე შევარდნაძისთვის დეპეშის გაგზავნა, მოსკოვის ციხეში ვზივარ, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მიშველეთ მეთქი. დეპეშის გაგზავნიდან მეორე დღეს გამანთავისუფლეს. არ ვიცი, შევარდნაძემ ვის დაურეკა, მაგრამ გაქტია, რომ გამომიშვეს. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემს დაპატიმრებაში კახა თარგამაძის ხელი ერია !
_ კახა თარგამაძეს რატომ უნდა სდომოდა თქვენი დაპატიმრება?
_ იმიტომ, რომ კახა თარგამაძეს ჩემი ბოღმა დღემდე ახსოვს, მე მას ყოველთვის ვებრძოდი და ვამხელდი.
კახა თარგამაძეს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, მარტო თანამდებობიდან კი არ უნდა მოეხსნათ უნდა დაეხვრიტათ. დიახ, უცხოელების გატაცება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გიორგი სანაიას მკვლელობა_ ეს და კიდევ მრავალი სხვაა მძიმე დანაშაულებები თარგამაძის კისერზეა.
_ სანაიას მკვლელობაში თარგამაძეს რატომ ადანაშაულებთ ?
_ იმიტომ, რომ სანაია ჰქონდა სერიოზული მასალები და ვიდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან ბაქოს გავლით თბილისში დიდძალი ნარკოტიკები. როგორ ასაწყოებდნენ მას მაუდ — კამლოვის ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაი იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა.
სწორედ ამას შეეწირა სანაია და შეწირა თარგამაძემ. გიახ სანაიას მკვლელობით ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული კახა თარგამაძე, რადგან მას ძალიან ეშინოდა ამ ჟურნალისტის. მეტსაც გეტყვით მეც მქონდა ფირები, რომლებითაც მტკიცდებოდა კახა თარგამაძის კავშირი ნარკოტრაფიკთან. ეს ფირები გადმომცა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ჯგუფმა, რომელიც შიგნიდან იყო დაპირისპირებული თარგამაძესთან.
_ მერედა , თუ ასეთი ფირები გქონდათ, რატომ არ გამოიყენეთ თარგამაძის წინააღმდეგ?
_ სანაია რომ მოკლეს, შემეშინდა, რომ მეც გამაგორებდნენ, ამიტომ ეს ფირები უკან ჩავაბარე იმათ ვინც გადმომცა უკან.
_ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე რას გვეტყვით?
_ დარწმუნებული ვარ, ჟვანიას მკვლელობა აუცილებლად გაიხსნება. თუ, დამტკიცდა რომ ის სააკაშვილის მოკლულია, მაშინ თვითონაც უნდა მოკვდეს, გასამართლება და ციხეში ჩაჯდომა მისთვის მსუბუქი სასჯელი იქნება.


კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 2005 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: rustavi2, kakha targamadze, skandalebi, skandal.ge, გიორგი სანაია, klara abramia, skandaluri informacia, მოკლა, giorgi sanaia, სკანდალური ფაქტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები