მე თანახმა ვარ, გაზაფხული შენით დაიწყოს, მე თანახმა ვარ, რომ სტროფებიც შენით აიწყოს. მე თანახმა ვარ, სიკეკლუცით ცოტა მაწვალო. მე თანახმა ვარ, შენ რამდენიც გინდა გაცალო. მე თანახმა ვარ, ვიყო შენი ყოველი წამი, შენს ამოსუნთქვას ყურს ვუგდებდე მე ყოველ ღამით. მე თანახმა ვარ დაგელოდო, შენ კი– მოხვიდე. მე თანახმა ვარ ჩაგესუნთქო, ხელი მომხვიე. მე თანახმა ვარ საკურთხეველთან, შენც იგივე თქვა. მე თანახმა ვარ გყვავდეს შვილი, რამდენსაც მომცემ. მე თანახმა ვარ, ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ. მე თანახმა ვარ, შვილიშვილები სოფლად ვატაროთ. მე თანახმა ვარ, რომ პირველი წავიდე მიწად, შენ როცა მოხვალ, თბილი დაგხვდეს ჩემს გვერდით მიწა.