თამბაქოს ღერივით ბაგესთან შეხებით დაიწვას ოცნებაც მათხოვრად ქცეული და თუ კი, ოდესმე ერთმანეთს შევხვდებით მე, ის ხე ვიქნები, რომელსაც შენ უვლი
გარს უვლი და მაინც, ვერა და ვერ ხვდები გიშრისფერ წამწამებს, წვიმა რომ გინამავს ეს მე ვარ, ძვირფასო და ჩემი ვერხვები მე, ვხმები და მაინც ფოთლებშიც ბინა მაქვს
ღრუბლებმაც დამითმეს საძილედ ლოგინი წვიმებმაც ჩამაცვეს მე, პრინცის კონკები შენს სუნთქვას ვფიცავარ, ჩვილივით მოგივლი და როგორც ტაბიძე მეც, შენთვის მოვკვდები
რითმებში აგიგებ, მეორე ტაჯმაჰალს ცის თაღებს შევფერავ, მეწამულ კარმენის მე, შენზე ფიქრებით, გავუსწრებ ცას მაღალს ოღონდაც დარჩენილს უშენოდ, რა მელის?
იადაც ამოვალ დამჭკნარი მიწიდან და მერე, დამკრეფენ ოდესღაც ბავშვები ვერასდროს მიხვდები მე, როგორ მიჭირდა ვერასდროს გაიგებ მე, როგორ დავშრები
გლოვას კი გაიგებ და იქნებ, რა იცი ? ცრემლებიც გესტუმრონ, ატირდე ახია მიწიდან ზეცამდე, ყველა ფერს განვიცდი ჩვენ, როგორც ფურცლები ბედმა, რომ დაგვხია