პარასკევი, 2024-03-29, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » აგვისტო » 19 » ტურიზმის მოკლე ისტორია / turizmis mokle istoria
3:33 PM
ტურიზმის მოკლე ისტორია / turizmis mokle istoria
ცნობისმოყვარეობა ხშირად ყველაზე უწყინარი რამეა. მეტიც, ხანდახან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსებაა! ის აიძულებს ადამიანს, გაემგზავროს უცხო მიწაზე და თავი ჩაიგდოს საფრთხეში.თანამედროვე ტურიზმი XIX ს-ის მეორე ნახევარში გაჩნდა. 1870-იან წლებში, როდესაც კავკასია რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა, ხოლო ომები შეწყდა, შეძლებული ადამიანები მთებმა, ზღვებმა, სამკურნალო მინერალურმა წყაროებმა მიიზიდა. ასე გაჩნდა ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა – გამაჯანსაღებელი ტურიზმი. მისი არსი ჰავის უფრო მარგებელით შეცვლაში (მთის, ან რბილი საზღვაო) და სპეციალური პროფილაქტიკური, ან სამკურნალო კურსის ჩატარებაშია.

XIX ასწლეულის ევროპისთვის კავკასიის როლს ასრულებდნენ სამხრეთ გერმანია და ავსტრიის და შვეიცარიის ალპური მიდამოები, სადაც გამაჯანსაღებელი ტურიზმი დღესაც ყვავის.

ადგილები, რომლისკენაც მიისწრაფიან ტურისტები, იწოდებიან კურორტებად და ჩვეულებრივ, მოიცავენ მაღალი დონის სასტუმროებს, სამკურნალო მინერალურ წყაროებს ან ტალახებს და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ასეთი შეთავსების წყალობით, გამაჯანსაღებელი ტურიზმი იძენს მოგზაურობის განსხვავებული სახეობის ნიშნებს იძენს – შემეცნებითი ფუნქციას...

როდის წარმოიშვა ტურიზმი, როგორც მასობრივი გატაცება?

ძალიან დიდი ხნის წინათ – ორი ათასწლეულის წინ, ძველი რომის ხანაში. ჩინებული გზატკეცილები სერავდნენ იმპერიას ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. აკავშირებდნენ რა ერთმანეთთან ყველაზე შორეულ პროვინციებს. ეს საკმაოდ ხარისხიანი გზები იყო, მოკირწყლული ბრტყელი რიყის ქვებით ან დაყრილი ხრეშით, შემოსაზღვრული ბორდიურებით (ასაქცევი ძელებითაც კი, განსაკუთრებით სახიფათო მთიან მონაკვეთებზე), საკმარისად ფართო ორი ოთხვალას ან სამხედრო კოლონის გადასაადგილებლად.

მოძრაობა იყო მარცხენა მხარეს - ქვეითი მოგზაურებისა და შემხვედრი ტრანსპორტის დასაცავად ოთხთვალას მათრახის შემთხვევითი დარტყმისაგან. ვაკე ადგილებზე გზები წვიმის წყლის შეგუბებისაგან გზის ზედაპირის დასაცავად კიუვეტებით იყო აღჭურვილი. გზის პირას მოქმედებდა ტავერნები, სადაც შეიძლებოდა დასვენება და დანაყრება, ასევე სადგურები, ცხენების გამოკვებისა და ოთხთვალების შეკეთებისათვის.

გზები აღჭურვილი იყო გზის მკაფიო მაჩვენებლებით, ხოლო სპეციალურ ტურბიუროებში (!) იყიდებოდა სამოგზაურო ბარათები და ტურისტული სქემები (არა მხოლოდ გრაგნილების ან ტაბულების სახით, არამედ სხვადასხვა ნივთებზე ნახატების სახით, მაგალითად, ვერცხლის თასებზე).

ძველი რომი მოგზაურობდა: საეჭვოა, ეს გამაჯანსაღებელი ტურიზმი ყოფილიყო – იმპერიის ქალაქები თანამედროვე საზომით არც თუ ისე დიდი იყო და საკმაოდ სუფთა (ყოველ შემთხვევაში, მაცხოვრებლები არ იტანჯებოდნენ ბუღითა და საარსებო გარემოს ინდუსტრიული დაბინძურებით). ცივილიზაციის სიკეთეებისგან დასვენების აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ ადამიანები შორეული ქალაქებისა და ,,მსოფლიო საოცრებების” ნახვისკენ მიისწრაფოდნენ.

სიტყვამ მოიტანა და სტრაბონმა, ,,მსოფლიო საოცრებების” ნუსხის პირველმა ავტორმა, მხოლოდ ხუთი მათგანი გამოყო და აღწერა, მხოლოდ გაკვრით ახსენა რა ალექსანდრიის შუქურისა და არტემიდეს ტაძრის შესახებ (და, ვთქვათ, ჰეროსტრატეს სევდიან ,,გმირობაზე”). ხოლო ბაბილონის ბაღები იმ დროისათვის უკვე აღარ არსებობდა.

ეს ღირსშესანიშნაობები ცნობილი იყო ყველასათვის, ამიტომ სტრაბონმა არ შეაჩერა მათზე ყურადღება. სამაგიეროდ, ძველი ალექსანდრია იმდენად დაწვრილებით აღწერა, რომ მისი გეგმის მიხედვით, ამ შესანიშნავ ქალაქში დღესაც შეიძლება ორიენტირება.

ტურიზმი ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო, ხოლო შინაყუდობის ერთგულებას შეეძლო ოჯახის სახელი შეებღალა (ითვლებოდა, რომ მოგზაურობით არ იყვნენ გატაცებულნი მხოლოდ ზანტი და ჭკუამოკლე, შეზღუდული ადამიანები, ჩაკეტილნი თავიანთ პატარა პროვინციულ სამყაროში).

რაც შეეხება რომაულ გზებს, მათი მშენებლობის გამოცდილება შეძენილ იქნა მებრძოლი სპარსელებისაგან, რომლებმაც აყვავების ხანაში (ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში) სატრაპიები დააკავშირეს საგზაო ქსელით. ამან გააუმჯობესა დაპყრობილი ტერიტორიების მართვის სისტემა და ერთმანეთთან დაშორებულ ქალაქების სწრაფი დაკავშირება უზრუნველყო.

მასალა მოამზადა ს. გულიაშვილმა - eva.ge



კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 1990 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: turisti, sastumroebi, ტურისტი, turizmi, ucxoeti, ტურიზმი, turistebi, saqartvelo, restornebi, ტურისტები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები