ხუთშაბათი, 2024-11-21, 10:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » აგვისტო » 10 » დამეხმარეთ, ვეძებ ერთ საყვარელ გოგონას სახელად ბაია
12:07 PM
დამეხმარეთ, ვეძებ ერთ საყვარელ გოგონას სახელად ბაია
დამეხმარეთ, ვეძებ ერთ საყვარელ გოგონას რომელიც მე გავიცანი ჩემს ეზოში, ის იყო მხიარული, ნაზი, ლამაზი მშვენება.
ოჯახი გადმოცხოვრდა თბილისიდან რუსთავში ჩემს კორპუსში - ნახევარი რუსთაველზე და ნახევარიც გარეჯზე. მამამისი ტაქსზე მუშაობდა. შეიძლება იყო ნერვების მოშლაც მაგრამ მე პირადად არ მახსოვს ყვირილი გამოსულიყო მათი ფანჯრებიდან.
ჩემი მეორე სართულიდან ჩანდა მისი პირველი სართული. ყოფილა შემთხვევა როდესაც ფანჯრიდან ფანჯარაში ერთმანეთს ვესალმებოდით, ვუღიმოდით ანდა უბრალოდ ვუყურებდი. ის მეუბნებოდა რომ ქართველს არ ვგავდი რომელიღაცა ქვეყნის მსახიობს მამსგავსებდამ კიდევ მომიყვა თბილისში რომელიღაცა სკოლაში თავისი გართობისა და კეთილმოწყობის ისტორია. ერთხელ ხელი მოიტეხა ფეხბურთის თამაშის დროს. რამოდენიმეჯერ ხელით ავწიე ლეღვის მოსაწყვეტად, ყოფილა შოკოლადიც მიმიტანია და ეზოს ბავშვებში ცოტა სიცილი და ეჭვიც გაპარვიათ. ეზოში როდესაც ჩემზე მოზდილ ბავშვებთან ვიყავი და უცებ ისაც ჩამოვიდოდა მაშინ მე ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია მისთვის, ცოტა ძნელიც იყო. ერთი - ორჯერ გადავკოცნეთ ერთმანეთი "მეგობრულად" მაგრამ ეს ყველაფერი კარგად დამამახსოვრდა.
გავიდა ხანი ის აღარ ჩანდა თურმე გადასულიყო ახალ რუსთავში 12-ში, ლეონიძეზე, როცა გინდა მისი ნახვა მასთან გართობა და დაახლოებით 3 თვის მერე შემთხვევით გამოჩნდა მერიასთან, (ახლანდელ თიბისი ბანკთან ძალიან ადრე მანდ სასადილო იყო შემდგომ კი ყველა თავის რეკლამას აკრავდა) უცებ ვიცანი, ელდა მეცა და მანაც მიცნო მივესალმეთ ერთმანეთს მოკლედ გამოველაპრარაკეთ და დავშორდით, შემდგომ კიდევ ორი თვის მერე ბებიაჩემთან ერთად მოვდივარ სტამბულის ბაზრობიდან და უცებ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის პირდაპირ გაჩერებაზე ის ვნახე მოულოდნელად გამიხარდა მაგრამ რაღაცამ მომიჭირა შემრცხვა და ვერც კი გადავკოცნე, გავიგე და მაშინ გავიგე რომ ის მანდ გადაცხოვრებულიყო, გადის რაღაცა დრო და ისევ იმავე ადგილას თავის მეგობარ გოგონასთან ერთად ვხედავ მოვიკითხე გამოველაპრაკე და როცა დავემშვიდობეთ ერთმანეთს მის მერე აღარ მინახავს.

გადის დიდი დრო მე ვერ ვივიწყებ და ვეძებ ჯერ ისევ იმ ადგილას სადც ის ბოლოს ვნახე და ხალხსაც არავის არ ახსოვს მსგავსი ოჯახი; შემდგომ ინტერნეტ სივცეში უამრავ სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე მაგრამ მაინც უშედეგოდ. ვიფიქრე ალბათ ისევ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და ვცდილობდი მისი გვარის გაგებას ყველანაირი გზით მაგრამ ვისაც ვკითხე არავის არ ახსოვდა. ახლა თუ გაგახსენდი ბაია, შემთხვევით ინტერნეტში წააწყდი ამ ტექსტს და კითხულობ დამიტოვე რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია, ან გვარი კომენტარის სახით ან PM ში მომწერე ანდაც მომწერე ან დამირეკე ტელეფონის ნომერზე 555 080892. ან თუ ისევე გახსოვს ის ადგილი მობრძანდი ისევ იქ ვცხოვრობ მეორე სართულზე, თუ მე სამსახურში დაგხვდი. მეორე დღის დილით აუცილებლად გნახავ - იმედია შევხვდებით ერთმანეთს...



კატეგორია: საკუთარ თავს გადამხდარი ან სხვისი მოყოლილი ისტორიები | ნანახია: 4081 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: SIYVARULI, damexmaret, დამეხმარეთ, საყვარელი გოგონა, ბაია, socialuri qseli, baia, sayvareli gogona, saxeli gvari, megobari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 nikoloz rustaveli  
0
aba tu vinme kitkhulobs am blogs mashin komentaris sakhit momilocet vipove visac vedzebdi, manac gamikhsena da ...

1 Giorgi  
0
იმედია იპოვი :))) დაგეხმარები მეც :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები