ხუთშაბათი, 2024-11-21, 12:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » აგვისტო » 4 » უფალთან ვედრება
9:11 PM
უფალთან ვედრება
მინდა ღმერთო შენი ძალა,
მინდა ღმერთო შენი მადლი.
მიჭირს ამ გზის მარტო გავლა.
მეურჩება საღი აზრი.
ვხედავ- გული მიჩქარდება.
ვერ ვხედავ და ლამის მოვკვდე.
სიყვარული მიძნელდება,
იქნებ მოთმინების ძალა მომცე.
ამდენ დარდით აღარ ფასობს
არც წუხილი, არც თვით დარდი.
ჩემთვის მხოლოდ ეკლებია,
არა ჰყვავის ჩემთვის ვარდი.
დამეჩვია აპათია, დამეჩვია სევდა, ურვა.
შენს მეტი ვინ მაბადია,
ბედმა ასე მოისურვა...
გულმოდგინედ ველოდები,
და არ ვიცი როდის მოვა.
მარტო უნდა გავაცილო
აპრილი და ნუშის თოვა.
ერთადერთი განკურნება
ღმერთო! შენით ნუგეშია.
მარტოობის ბორკილები
გულზე მაჭერს, სულ ჩემშია.
გაყინული სისხლი ბორგავს
სისხლძარღვებში დაგუბებით.
შენზე ფიქრი თავზე მათოვს
ჯიუტად და გამუდმებით.
ან რა გინდა, ან რას მერჩი,
რად უგულოდ მაწრიალებ.
უშენობის განაჩენით
შენს ნებაზე მატრიალებ.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1974 | დაამატა: tamuniko1 | ტეგები: txovna, leqsi, ufali, vedreba, ufaltan vedreba, უფალთან ვედრება, leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები