ბავშობაში ძალიან მიყვარდა სეირნობა .მთებს აუყვებოდი, აუვლიდი გორაკებზე მიმოფანტულ პატარ-პატარა ფერმებს, რომელთა შორის დიდი ტვალუცდომელი სახლები ამართულიყო და ბოლოს მდინარეს მივადგებოდი აქ ეს ადგილი განსაკუთრებულ სიმშვიდეს მიმატებდა. მეორე გზა ციცაბოთი იწყებოდა, აჰყვებოდი ამ ციცაბოს და ნაძვის ტყეში შეხვიდოდი, ივლიდი ასე ტყე-ტყე, მინდორში გახვიდოდი, გადაჰკვეთდი მინდორს, ხიდს მიადგებოდი. მდინარის გაყოლებაზე არყის ხეები იდგა, ხოლო მდინარე იყო პატარა, ვიწრო, ანკარა და სწრაფი, ალაგ-ალაგ მორევი _ იმ ადგილებში, საცა არყის ხის ძირები ჩადგმული იყო წყალში.შესანიშნავად ვატარებდი დროს ჩემს მეგობრებთან ერთად.