ხუთშაბათი, 2024-11-21, 2:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » ივლისი » 30 » ედგარ ალან პო – ჟღარუნა კაცი?!
12:44 PM
ედგარ ალან პო – ჟღარუნა კაცი?!
ედგარ ალან პო ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, ნოველისტი, რედაქტორი და კრიტიკოსია. მაგრამ ეს მაინც მცირე ჩამონათვალია იმ უზარმაზარი დამსახურებისა, რომელსაც მას მიაწერენ.

ალან პოს შემოქმედება არ არის მარტივი და იოლად აღსაქმელი; აქ ბევრი ყურადღება და დაკვირვებაა საჭირო, ხოლო როცა საქმე ეხება არა ორიგინალში კითხვას, არამედ თარგმანს, მაშინ ბევრი რამ დამოკიდებულია მთარგმნელის ოსტატობაზე.

ცნობილია ალან პოს დეტექტიური ჟანრის თხზულებები, აგრეთვე, პოემები (ლექსები) – „ყორანი", „ანაბელ ლი", „ელდორადო" , „ლენორე", „ელენასთვის" და კიდევ ბევრი სხვა; მოთხრობები – „ელეონორა", „მორელა", „ლიგეა", „სფინქსი"…

მის შემოქმედებას მეტ-ნაკლებად ყველა ვიცნობთ; ერთი წაკითხვით, შესაძლოა, არც მოგვეწონოს იგი – რაღაც დაუძლეველი პესიმიზმის და მისტიციზმის განცდა მოაქვს.

ამ ნიშნით, პესიმისტური განწყობის მიხედვით, გამოირჩევა მისი მოთხრობები – „ელეონორა", „მორელა" და „ლიგეა". ამ სამ ნაწარმოებს ვასახელებ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი საერთო განწყობით და ემოციით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დეტალებში საგრძნობი განსხვავებაა, მაგრამ საერთო ქარგა თითქოს ერთნაირია;

დასახელებულ მოთხრობებში, თუმცა, თითქოს ბუნდოვანი არაფერია, მაგრამ მკითხველს შესაძლოა, არ მოეწონოს, მათი დასასრული და არც მოქმედი გმირების ცხოვრების წესი, მრწამსი; ნაწარმოებების მთავარ გმირებს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეწვევათ ძალიან ძლიერი, ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ისინი აუცილებლად კარგავენ მას. ყველაზე ცუდი და არადამაჯერებელი კი ისაა, რომ ამ გრძნობის, უფრო სწორად, სიყვარულის ობიექტის დაკარგვის შემდეგ, თითქოს ცოცხალი გმირებიც იკარგებიან, მათი ცხოვრება აღარ არის რეალური; ისინი თითქოს ბურანში არიან… ცხოვრებიდან საყვარელი ქალების გაქრობის შემდეგ იკარგება ის ძირითადი მასტიმულირებელი ძალა, რომელიც მოქმედ გმირებს უმძიმეს პირობებშიც კი აიძულებს, იცოცხლონ.

სირთულეს შესაძლოა, ის განსხვავებული, თავისებური სიყვარული ქმნის, რომლითაც ალან პოს გმირები არიან ერთმანეთთან დაკავშირებული; ან ის რეალობა, რომელიც უფრო სიზმარს წააგავს და მისტიკურობის შეგრძნებას ტოვებს მკითხველში, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მწერლის შემოქმედება ყველა დროში ძალიან პოპულარული იყო და კრიტიკის საგნადაც ხშირად ქცეულა. ცნობილია, რომ მას ხშირად უარყოფითად ახასიათებდნენ. მაგალითად, ალან პოს თანამედროვე - რალფ ვალდო ემერსონი მწერალს ირონიულად „ჟღარუნა კაცს” ეძახდა smile )))…

ელენე ქადაგიშვილი


კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 1899 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ელენე ქადაგიშვილი, jgaruna kaci, რედაქტორი, პოეტი, elene qadagishvili, ჟღარუნა კაცი?!, edgar alan po, ნოველისტი, ედგარ ალან პო, პროზაიკოსი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები