მთავარი » 2013»ივლისი»17 » ოთო გურგენიშვილი - ქუჩაში გაცნობისა და შეყვარების სასიამოვნო ისტორია - გრძნობათა ღელვა
10:14 AM
ოთო გურგენიშვილი - ქუჩაში გაცნობისა და შეყვარების სასიამოვნო ისტორია - გრძნობათა ღელვა
ჰეი გოგონა - დიახ?! მე თქვენ მიყვარხართ. - არ მჯერა. - ვიცი - და მაინც გიყვარვართ? - ნამდვილად. - რა კარგია. - რა არის კარგი? - ის რომ ასე გჯერათ თქვენი გრძნობის. - და თქვენ რატომ არ მიჯერებთ? - მე უკვე მიყვარს სხვა ადამიანი. - ეგ გიშლით ხელს ჩემი გრძნობის სიწრფელის დაჯერებაში? - არა. - აბა მაგას რატომ მეუბნებით? - უბრალოდ არ მაქვს მიზეზი რატომ არ უნდა დაგიჯეროთ?! - იქნებ იმიტომ არ გჯერათ რომ უცნობი ვარ? - შეიძლება. - ამ საღამოს რა აკეთებთ? - პაემანი მაქვს. - გასაგებია. - რა არის გასაგები? - ის რომ მე შანსი არ მაქვს. - არა გაქვთ. - არა არ მაქვს. - მე თქვენ მიყვარხართ. - ეს როგორ? - აი ასე. - წეღან ისიც არ გჯეროდათ რომ მიყვარდით და ახლა თქვენ მიხსნით სიყვარულს? -ნამდვილად. - რა კარგია. - რა არის კარგი? - ის რომ დაიჯერეთ რომ მიყვარხართ. - აბა ამ საღამოს სად მივდივართ ესეიგი? - არსად. - უკაცრავად. - დიახ,არსად. - კი მაგრამ ... - არანაირი მაგრამ. - მე რომ შემიყვარდით?! - მეც მიყვარხართ. - მაშინ რაშია საქმე? - გული ამიცრუვდა.