გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი, ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე. დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი, შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.
როგორც ამომშრალ კალაპოტებს უნდათ შევსება– მდინარის წყლით და გაზაფხულის ნიაღვარებით. ვითარც ზღვაოსან მეზღვაურებს ღამით ევსებათ, მონატრება და მშობლიური სოფლის მკლავები.
მონაბერი ხარ მთის კალთიდან გრილი თვალებით, ტალღა ხარ სევდით,აზვირთებულ კლდის საკაროზე – და ბანს გაძლევენ ღრუბლიანი ცის ნაპრალები, მე კი ლექსს დავწერ,რომ გავშალო მთელს სამყაროზე.
დაღლილობისგან ხელები მტეხავს,რამდენი ვწერე, დაბუჟებულ თითს ვაქანავებ გრილ ნიავ–ქარში. აღმოსავლეთის მზე დააბიჯებს და ლურჯი ღელე, ისე აიმღვრა,როგორც ბეღურა ფუტკრების სკაში.
კურთხეულ იყოს,წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ, ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი. ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ – თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი.
გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი, ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე. დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი, შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.