პარასკევი, 2024-04-19, 8:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » მაისი » 14 » guram lacabidze - modioda tamari / გურამ ლაცაბიძე - მოდიოდა თამარი
10:33 PM
guram lacabidze - modioda tamari / გურამ ლაცაბიძე - მოდიოდა თამარი
ტანად შველის – რარიგ შვენის
თვალ – წამწამ – ნაამარი,
მოდიოდა ფეხშიშველი,
ქართლის გზებზე, თამარი...

გადმოლახა მთა და ბელტი,
ღვთივ ნაკურთხი ამალით.
მოდიოდი ქალზე მეტი,
სადედოფლო თამარი...

ვით სამშობლოს შეხსნილ ღილზე
მოდებული წამალი,
თვით დავითის გამომვლილზე
მოდიოდა თამარი-
-ზარებით და დროშით ჰოდა
ერტყა მეფის ქამარი,
მოდიოდა,
მოდიოდა,
მოდიოდა,
თამარი...

გამსჭვალული ღვთიურ ალით,
ძალა ჰქონდა მთავარი:
უფლისა და რწმენის ძალით
მოდიოდა თამარი...

მაშ, რომელი სამტრო მახე,
ანდაც კარი სამარის,
როცა ქართველ ქალის სახით,
დღესაც მოდის თამარი!

გ. ლაცაბიძე

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1933 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tamaroba, mecamete tvis poetebi, guram lacabidze, გურამ ლაცაბიძე, მოდიოდა თამარი, tamar mepe, modioda tamari, tamar mefe, g.lacabidze, გ. ლაცაბიძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები