მთავარი » 2013»მაისი»8 » როგორ დავწერო ჰოროსკოპი? / rogor davtscero horoskopi?
6:07 AM
როგორ დავწერო ჰოროსკოპი? / rogor davtscero horoskopi?
ასტროლოგოა დღეს-დღეისობით ძალიან პოპულარულია. ადამიანთა უმრავლესობა ჰოროსკოპს იყენებს იმისთვის რომ გაიგოს რა მოელის კონკრეტულ დღეს ან თვეს. რაც შეეხება ჰოროსკოპის დაწერას, სჭირდება სპეციალური უნარები და პრაქტიკა. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები იმისთვის რომ დაწეროთ კარგი ჰოროსკოპი.
ინსტრუქცია
1. დაიწყეთ რაც შეილება მეტი ჰოროსკოპის კითხვა. კარგი ჰოროსკოპების შექმნა მოითხოვს ბევრ კითხვას. ჩაინიშნეთ და ჩამოწერეთ ყველა ის წერის სტილი რომელიც მოგეწონებათ. შექმენით მეორე კოლონა და ჩამოწერეთ წერის სტილი რომელიც არ მოგწონთ. ეს დაგეხმარებათ ჰოროსკოპების შექმნისას თავიდან აიცილოთ არასასურველი წერის სტილი.
2. შეისწავლეთ ჩართი იმისთვის რომ შეძლოთ ჰოროსკოპების კითხვა. ჩართი აჩვენებს მზის და მთვარის განლაგებას სხვა პლანეტებთან მიმართებაში. ასევე დაგჭირდებათ შესწავლა 12 ზოდიქოს ნიშნის. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებთ, მით უკეთეს ჰოროსკოპებს დაწერთ.
3. მიეჩვიეთ ჰოროსკოპის მწერლთა სტილს. გამოიყენეთ ბუნდოვანი სიტყვები ისე რომ ხალხმა მოვლენები თვითონ დააკავშირონ.
4. ეცადეთ თქვენი ჰოროსკოპი იყოს მარტივი და მოკლე. ერთი ორი სტრიქონი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ადამიანებმა დაიმახსოვრონ და თავიანთ ყოველდღიურობას მიუსადაგაონ. გრძელი ჰოროსკოპი მკითხველს მალევე უკარგავს ინტერეს.
5. დაწერეთ თქვენი აუდენციისთვის. ჩაინიშნეთ თუ ვისთვის წერთ, ახალგაზრდებისთვის თუ ბიზნესმენებისთვის. გაიაზრეთ თუ ვინ კითხულობს და შესაბამისად მიუსადაგეთ ჰოროსკოპი.