მთავარი » 2013»მაისი»5 » გინების სოციალური ასპექტები / ginebis socialuri aspeqtebi
4:10 PM
გინების სოციალური ასპექტები / ginebis socialuri aspeqtebi
დედაჩემი მასწავლიდა, რომ თუ ბიჭები შენი თანდასწრებით იგინებიან, უნდა ადგე და წამოხვიდე. არის კიდევ ერთი, შედარებით კომუნისტური გამოსავალი: უნდა აუხსნა ბიჭებს, რომ ქალის თანდასწრებით შეგინება უზრდელობაა და დაამატო, რომ არც კაცების თანდასწრებითაა მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი. ამ თემასთან დაკავშირებულ რჩევებს ყოველთვის ვუსმენდი, ვეთანხმებოდი_ პრაქტიკაში არასდროს გამომიყენებია.
მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა გინება ყურში მხვდებოდა. ახლა აღარ მხვდება და საერთოდაც, ახლა იმას უფრო ვაქცევ ყურადღებას, რომ ვიღაც არ (!) იგინება, ვიღაც ,,ცუდ სიტყვებს” ვარსკვლავების გამოყენებით წერს და ვიღაც ძალიან სენსიტიურია უზრდელობების მიმართ.
ხანდახან იმ გოგოებსაც ვაწყდები, ყურზე ხელს რომ იფარებენ, როცა ვინმე შეიგინება.. ვაწყდები და ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ ქალაქში არ შეიძლება ასეთი სათუთი იყო.
სიტუაცია 1:
ზიხარ სტადიონზე, ყველა იგინება, შენ წუხდები. აღტყინებულ გულშემატკივრებს შენიშვნებს აძლევ და ისინიც კიდევ უფრო ბრაზდებიან. შენ სხვა გზა აღარ გაქვს. დგები და მიდიხარ. ძალიან გაბრაზებული ხარ და გულით გინდა, ამ საზიზღარ ხალხს მაგრად შეაგინო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ საკუთარი თავისგანაც მოგიწევს გაცლა, ჰოდა, აბა ეგ როგორ გამოვა? ამიტომ წუწუნით იფარგლები. ისმის კითხვა: ვინ უფრო არაადეკვატურია, ვინც სტადიონზე იგინება თუ ვისაც ამაზე მწვავე რეაქცია აქვს?
სიტუაცია 2:
ზიხარ მეგობრებთან ერთად. ხართ გოგოებიც და ბიჭებიც, ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით. ერთ-ერთი ბიჭი რეპლიკას ისვრის, რომელიც არაა განკუთვნილი პრინცესებისთვის, მაგრამ მართლა სასაცილოა. გოგონები იცინიან, ბიჭებიც იცინიან (შეიძლება ამ ფრაზაზე გახურდნენ და სხვა ,,უზრდელობებიც” მიაყოლონ), შენ კი ბრაზდები, იგრუზები და როცა გეკითხებიან, რა მოხდა, პასუხობ: გთხოვთ რა, ჩემი თანდასწრებით ეგეთი სიტყვები აღარ თქვათ, მე მაინც მეცით პატივი. ბიჭები სიცილით იხევიან. გოგონები ზემოდან გიყურებენ.
ისმის კითხვა: ვინ უფრო არაადეკვატურია, ვინც ხუმრობას ,,ცუდი სიტყვებით” ამძაფრებს თუ ის, ვინც ამაზე მწვავედ რეაგირებს?
ვიცი, რასაც მეტყოდა დედა: ეგეთი მეგობრები საერთოდ რად გინდაო მაგრამ აბა როგორი მეგობრები მინდა? სად ვიპოვო მეგობრები, რომლებიც არ იგინებიან, არ ამბობენ უზრდელურ ხუმრობებს და გოგონების ნატიფ სმენას უფრთხილდებიან?
ეგეთები არ არსებობენ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს სხვებმა გაარკვიონ. fuckmylife