პარასკევი, 2024-04-19, 1:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ინტიმური ჰიგიენის ოქროს წესები Molped Ultra-საგან
10:44 PM
ინტიმური ჰიგიენის ოქროს წესები Molped Ultra-საგან
წესი 1.

ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს ინტიმური ჰიგიენისათვის. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი კანის ტუტე-მჟავა ბალანსი Hp 5.5 არის, ხოლო საშოში ის 3.3-ზე დაბალია. ბუნება თავად ზრუნავს იმაზე, რომ ამ გზით გაანადგუროს მავნე მიკრობები და სპერმატოზიოდებს საშოში ადვილად შეღწევაში დაეხმაროს.
ჩვეულებრივი საპნები და სხვა ჰიგიენური საშუალებების სისტემატური მოხმარება ქალის საშოში არსებულ ბალანს არღვევს და მწვანე შუქს უნთებს პათოგენურ ბაქტერიებს, რაც იწვევს ვაგინიტს და სხვა ვაგინალურ დაავადებებს, ამავდროულად, ხელს უშლის სპერმატოზიოდებს კვერცხუჯრედამდე მიღწევაში.
სწორედ ამიტომ, სასურველია გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური ინტიმური ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც არ აღიზიანებენ კანის ლორწოვანს, არ არღვევენ საშოს ტუტე-მჟავიანობის ბალანს, ანადგურებენ მავნე ფლორას, ამშვიდებენ და აწყნარებენ ზედმეტად მგრძნიბიარე კანს.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი საშუალებები სამკურნალოდ არ გამოიყენება. თუ გაწუხებთ ჭარბი გამონადენი, ქავილი და წვა - მიმართეთ სპეციალისტს.

წესი 2.

კარგი იქნება, თუ ინტიმურ შხაპს დღეში ორჯერ მიიღებთ, იდეალური ვარიანტია, შხაპი მიიღოთ ყოველთვის, როცა საპირფარეშოში შეხვალთ. მაგრამ, რამდენადაც ეს თითქმის შეუძლებელია, გამოსავალია სპეციალური სველი ხელსახოცები, დატენიანებული ანტისეპტიკური ლოსიონით. ასეთ ხელსახოცები არ შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც აორთქლების შემდეგ აღიზიანებენ კანს და ლორწოვანს, გაჯერებულია დამამშვიდებელი ეფექტის მქონე მცეენარეების ექსტრაქტებით, აღადგენს საშოსთვის აუცილებელ ტუტე-მჟავა ბალანსს.
აუცილებელია, ასეთი ხელსახოცები მხოლოდ აფთიაქებში შეიძინოთ.

წესი 3.

ჰიგიენური საფენის გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 4 საათში. რაც უფრო დიდხანს ატარებთ ერთიდაიგივე საფენს, მით უფრო მეტი შანსია ინფექციის ან ანთებითი კერის წარმოქმნისა.
თუ თქვენი კანი ალერგიულია და ადვილად ღიზიანდება, ეცადეთ არჩევანი სურნელოვან საფენებზე არ შეაჩეროთ.
ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება მარტებთ ინტიმური ჰიგიენის მიმართ. ამ დროს გამოწვეული ინფექციებისა და გართულებების 80 % სწორედ ინტიმური ჰიგიენის ელემენტარული წესების არ ცოდნისა და უგულველყოფის გამო წარმოიშვება.

წესი 4.

ჰიგიენური საფენის შერჩევისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შეფუთვაზე მითითებულ „წვეთების“ რაოდენობას. წვეთების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს გეყოფათ (როგორც ზემოთ ვთქვით, ნებისმიერი საფენი რეკომენდებულია 4 საათში შეიცვალოს). „წვეთები“ მიუთითებენ რამდენად მაღალია საფენის მიერ სითხის შთანთქმის ხარისხი. თუ თქვენ ჭარბი გამონადენი გახასიათებთ, მაშინ 4-6 წვეთიანი საფენი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის, თუ პირიქით - 3 წვეთიან საფენზე გააკეთეთ არჩევანი.
„ღამის“ საფენები შექმნილია სპეციალურად წოლითი მდგომარეობისათვის, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას თქვენი თეთრეული დალაქავებისაგან და გათვლილია შეწოვის 12 საათიან რეჟიმზე. როგორც წესი, არ არის აუცილებელი პერიოდის ყოველ დღე ერთნაირი შეწოვის უნარის მქონე საფენი გამოვიყენოთ (პირველ დღეებში 4 და მეტი, ხოლო ბოლო დღეებში, როცა გამონადენი იკლებს 3 „წვეთი“), ამ გადათამაშებით თქვენი ბიუჯეტიც იხეირებს.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ საფენები მთლიან შეკვრაშიც კი, აუცილებლად ინიდივდუალურ შეფუთვაში უნდა იყოს.
სხვათაშორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შექმნეს სპეციალური საფენები, რომლებიც გაჟღენთილია სპეციალური პრეპარატებით, რომლებიც კურნავენ სხვადასხვა ვაგინალურ და არამარტო ვაგინალურ დაავადებებს.

წესი 5.

ეს წესი მხოლოდ ტამპონებზე ვრცელდება - მათი გამოცვლა აუცილებელია მინიმუმ 2 საათში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს მიკრობების და ინფექციების სწრაფ გავრცელებას. გარდა ამისა, რეკომენდებული არ არის მათი გამოყენება სხვადასხვა ვაგინალური ოპერაციების შემდგომ და ზოგიერთი ვაგინალური დაავადების დროს (მიმართეთ თქვენს ექიმს).
დააკვირდით, თუ შენიშნავთ, რომ ტამპონის გამოყენების შემდეგ გიჩნდებათ სიმშრალის, წვის და ქავილის შეგრძნება, ჯობს კონკრეტული ფირმის ტამპონი სხვა ფირმის ტამპონით შეცვალოთ და თუ ამანაც არ გიშველათ - იქნებ უბრალოდ საფენები გეცადათ?

წესი 6.

გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებლები, რომ აიცილოთ სიმშრალე და ანტისეპტიკური კრემები - თავი დაიცვათ ბაქტერიებისაგან. მათი გამოყენება რეკომენებულია საცურაო აუზში ან მდინარის, ზღვის თუ ოკეანის წყალში ბანაობისას. ასეთი ტიპის კრემები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სპეციალური დამარბილებელი და საპოხი საშუალება ინტიმური ურთიერთობის დროს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ასეთი ტიპის კრემები ხელს უშლიან პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, ამშვიდებენ ლორწოვანს და დადებითად მოქმედებენ ვაგინალურ ფლორაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ორმოცი წლის მერე ქალის ორგანიზმში ჰორმონები სხვადასხვა ცვლილებებს იწვევს, ერთ-ერთი, სწორედ საშოს ტუტე-მჟავა ბალანსის დარღვევაა. ამ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ ჩამოთვლილი ჰიგიენური წესების დაცვა.

ინტიმური ჰიგიენისთვის კრემები შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში.

წესი 7.

მაქსიმალურად მოსახერხებელი საცვალი ქალის ინტიმური ჯანმრთელობის უცვლელი და უმნიშველოვანესი ასპექტია.
თქვენ ალბათ არ იცით, რომ მოდური სტრინგები და ტანგები, რომლებიც, ნამდვილად ძალიან ლამაზი და სექსუალურია, სიარულისა და მოძრაობის დროს ბაქტერიების ანუსიდან საშოში გადაადგილებას უწყობს ხელს? გარდა ამისა, ძალიან ვიწრო და სინთეთიკური საცვლები ბლოკავენ ჰაერის მოძრაობას და აფერხებენ სისხლის მიმოქცევას.
კარგი თეთრეული უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ქსოვილისაგან, ატარებდეს ჰაერს, იწოვდეს სინოტივეს და არ წარმოადგენდეს ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

გამოყენებულია მასალა გვერდიდან: http://www.womanspassions.com



კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 4093 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sacvlebi, ქალის ჰიგიენური საფენ, qalis higiena, ინტიმური ჰიგიენა, intimuri higiena, საცვლები, sacvali, qalis higienuri safenebi, საცვალი, ქალისჰიგიენა | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
1 qalishvili  
0
wwwerfcvcv

efvd

სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები