ხუთშაბათი, 2024-11-21, 12:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

თავისუფალი სიტყვა

მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » Youtube - ს ისტორია
2:16 AM
Youtube - ს ისტორია
იუთუბი დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში[4]. მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა იუთუბის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, ინსპირატორი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარყობს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: იდეა იმისი, რომ იუთუბი შეიქმნა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით, ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას". იუთუბმა მოღვაწეობა თავდაპირველად $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყო სექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან2006 წლის აპრილამდე პერიოდში. იუთუბის ადრინდელი სათაო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია. დომენური სახელი „www.youtube.com" 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა ვებ-გვერდიც. პირველი ვიდეო იუთუბზე იყო სახელად „Me at the zoo" („მე ზოოპარკში"), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე. იუთუბმა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა. საბაზრო კვლევისკომპანიის, „comScore"-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუთუბი არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან. „Alexa"-მ შეაფასა იუთუბი როგორც მეოთხე ყველაზე ნახვადი საიტი ინტერნეტში, გუგლის, Yahoo!-სა და Facebook-ის შემდეგ. სახელის „www.youtube.com"-ის შერჩევამ პროექტს პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან „www.utube.com"-თან. საიტის მფლობელმა „Universal Tube & Rollform Equipment"-მა უჩივლა იუთუბს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მისი ვებ-გვერდი იუთუბზე შემსვლელთა მსურველებით გადაიტვირთა. „Universal Tube"-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა „www.utubeonline.com". 2006 წლის ოქტომბერში, „Google Inc."-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იუთუბის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს. გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები იუთუბის მიმდინარე ღირებულებაზე და იუთუბის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც „არა მატერიალური" მარეგულირებელ დოკუმენტებში. 2008წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა იუთუბის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.[20]. 2008 წლის ნოემბერში, იუთუბმა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: „MGM", „Lions Gate Entertainment" და „CBS", რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ „Hulu"-ს მაგვარი ვებ-გვერდი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: „NBC", „Fox" და „Disney". 2009 წლის 9 ოქტომბერს, იუთუბის შეძენის მესამე წლისთავზე, ჩად ჰარლიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ბლოგზე, რომ იუთუბზე კვლავ ფიქსირდება დღეში მილიარდზე მეტი ვიდეოების ნახვა მსოფლიოს მასშტაბით. 2005 წლამდე, სანამ იუთუბი დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში. ადვილი და უბრალო ინტერფეისით, იუთუბმა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად გადააქცია. საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო „Bus Uncle"-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში. სხვა იუთუბის ვიდეო, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, იყო guitar (გიტარა)[25], რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel’s Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ვიდეო საკუთარ საძინებელ ოთახში ჩაწერა. 2008 წელს იუთუბი Peabody-ის ჯილდოთი დაჯილდოვდა და მოხსენიებულია როგორც „Speakers’ Corner-ი რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.". იუთუბს ხშირად აკრიტიკებენ საავტორო უფლების დამრღვევი მასალის ატვირთვისგან არასაკმარისი დაცვის გამო. როდესაც ვიდეოს ტვირთავ იუთუბიზე, მომხმარებელის ეკრანზე ყოველთვის გამოდის მესიჯი: „არ ატვირთოთ სატელევიზიო გადაცემები, მუსიკალური ვიდეოები, მუსიკალური კონცერტები ან რეკლამები უფლების გარეშე. საავტორო უფლებების გვერდი და საზოგადოების დირექტივები დაგეხმარებათ გაიგოთ, არღვევს თუ არა თქვენი ვიდეო სხვა პიროვნების საავტორო უფლებებს" . მიუხედავად ამ რჩევისა, საიტზე კვლავ ბევრი უუფლებო კლიპია ატვირთული სატელევიზიო შოუებიდან, ფილმებიდან და მუსიკალურ ვიდეოებიდან. იუთუბი არ ნახულობს ვიდეოებს ონლაინ სივრცეში განთავსებამდე და საავტორო უფლების მფლობელებს უტოვებს დაცული მასალი მოხსნა/არმოხსნის საკითხს, „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილების"საფუძველზე. ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის „Viacom"-მა, „Mediaset"-მა და ინგლისის პრემიერ ლიგამ საჩივარი შეიტანა იუთუბის წინააღმდეგ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იუთუბი ძალიან ცოტას აკეთებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ატვირთვის საწინააღმდეგოდ. „Viacom"-ი ითხოვს $1 მილიარდ დოლარს მიყენებული ზარალისთვის და აცხადებს, რომ აღმოჩენილი აქვს 150,000 უუფლებო კლიპი, რომლებიც 1.5 მილიარდჯერ არის ნანახი. მას შემდეგ, რაც „Viacom"-მა საჩივარი შეიტანი, იუთუბმა აამუშავა სისტემა სახელად „Video ID", რომელიც ამოწმებს ატვირთულ ვიდეოებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ბაზასთან, რის მეშვეობითაც მცირდება უფლებების დარღვევა. 2010 წლის 23 ივლისს, „Viacom"-ის სარჩელი „Google"-ს წინააღმდეგ არ იქნა მიღებული წინასაროცესო მოსმენაზე, იმის საფუძველზე, რომ „Google" დაცულ იყო „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილებით". მოგვიანებით „Viacom"-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა. 2008 წლის აგვისტოში, აშშ-ის სასამართლომ საქმეში „Lenz v. Universal Music Corp." გადაწყვიტა, რომ საავტორო უფლების მფლობელს არ შეუძლია მოითხოვოს ონლაინ ფაილის წაშლა იმის გაურკვევლად, მასალა ჩაფიქრებული იყო თუ არა „სამართლიანი გამოყენებით" გავრცელებისთვის. საქმეში გადიოდა სტეფანი ლენცი ქალაქ გალიცინიდან, რომელმაც პრინსის სიმღერა „Let’s Go Crazy"-ზე მოცეკვავე, თავისი 13 წლის ვაჟის 29-წამიანი ვიდეო გადაიღო და იუთუბზე ატვირთა. იუთუბს ასევე აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. ცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომსალის ატვირთვა იუთუბის მოხმარების წესებით აკრძალულია. საკამათო ნაწილში ხვდება მაგალითად ჰოლოკოსტის უარყოფა და ჰილსბოროს ტრაგედია, ასევე შეთქმულების თეორიები და რელიგია. იუთუბი მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ იუთუბის მუშაკები გადახედავენ – არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს. 2008 წლის ივლისში, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მოხიბლული არ იყო" იუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომ „შინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ." იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახევდის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ."
კატეგორია: საინტერესო ინფორმაცია | ნანახია: 2299 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: History, myvideo.ge, chad harlim, Me at the zoo, Stiv Chanim, youtube, youtube.com, video portal, Joud Karimi, Youtu.be | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სტატისტიკა



სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
საიტის მეგობრები